იუსტიციის მინისტრის ეკა ტყეშელაშვილის განცხადებით, დიღომში ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან აქტივისტებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. ამ დორისათვია ინციდენტის მონაწილეები დაკავებულები არიან.
"აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალური გამოძიება ჩატარდება. ნებისმიერი მსგავსი ფაქტი აღკვეთილი უნდა იყოს. დღევანდელი არჩევნები თავისი მაღალი პროფესიონალიზმით და ორგანიზებულობით გამორჩეული უნდა იყოს და ამისათვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ", _ განაცხადა ტყეშელაშვილმა.
პრეზიდენტობის კანდიდატის, ლევან გაჩეჩილაძის საარჩევნო შტაბის რამდენიმე წევრს დაუდგენელმა პირებმა ფიზიკური შეურაცხყობა მიაყენეს.
როგორც შტაბის წარმომადგენელმა, მარინა ჭელიძემ "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, ინციდენტი დიდუბის რაიონში, კერძოდ დიღმის მასივში გახსნილ 53-ე საარჩევნო უბანზე მოხდა. მისივე თქმით, ნაცემია სამი ადამიანი, რომლებსაც პირველადი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.