სეპარატისტული აფხაზეთის დელეგაციამ ნიკარაგუას პრეზიდენტის ინაუგურაციისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, მანაგუას აეროპორტში აფხაზურ დელეგაციას ნიკარაგიას ვიცე - საგარეო საქმეთა მინისტრი ორლანდო ლოპესი დახვდა.
დენიელ ორტეგა ნიკარაგუას პრეზიდენტი უკვე მესამედ გახდა. ცერემონია მანაგუას ცენტრში, რევოლუციის მოედანზე გაიმართა. ცერემონიალს ვენესუელის პრეზიდენტი უგო ჩავესიც ესწრებოდა.
ინაუგურაციის ცერემონიალის შემდეგ აფხაზურმა დელეგაციამ შეხვედრები გამართა. აფხაზური მხარის ინფორმაციით, ისინი სირიის, ზამბიის, კამბოჯისა და რუსეთის ელჩებს შეხვდნენ.