ფამაგუსტას "ანორთოსისმა" უკვე ოფიციალურად გამოაცხადა, რომ საქართველოს ნაკრების მცველი დავით კვირკველია კვიპროსულ გუნდში ჩაირიცხა.
ქართელმა ფეხბურთელმა კლუბთან წელიწადნახევრიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
შეგახსენებთ, რომ "ანორთოსისის" ტექნიკური დირექტორის თანამდებობაზე გიორგი ქინქლაძე მუშაობს.
კვირკველია 2011 წელს ბერძნული "პანიონიოსის" ღირსებას იცავდა.
მასალის გამოყენების პირობები