ლეგენდარულმა მოკრივემ მუჰამედ ალიმ დაბადების დღე იზეიმა. მას 70წელი შეუსრულდა. პოპულარული სპორტსმენის იუბილე შედარებით მოკრძალებულ წრეში, მშობლიურ ქალაქ, ლუისვილში აღინიშნა.
მუჰამედ ალის პატივსაცემად ძირითადად მისი ოჯახის წევრები და მეგობრები შეიკრიბნენ. სპოტრსმენის სახელობის ცენტრში იუბილარი საზოგადოებას მეუღლისა და რძლის კომპანიაში მიესალმა და სადღესასწაულო სიმღერაც მოისმინა. მუჰამედ ალი კენტუკის შტატში ლუისვილში, 1942 წელს დაიბადა. იგი პარკინსონით არის დაავადებული.