მადრიდის "რეალის" მეკარემ და კაპიტანმა იკერ კასილასმა, თავის თანაგუნდელ კრისტიანო რონლდოს მხარი დაუჭირა და გვერდში დგომა აღუთქვა.
"კრისტიანო - ეს არის თავიდან ბოლომდე პროფესიონალი ფეხბურთელი. ის ყოველთვის 100%-ით იხარჯება მოედანზე, რათა საკუთარ გუნდს გამარჯვება მოაპოვებინოს. გულშემატკივრები მისგან სასწაულის მოხდენას ითხოვენ, რომელიც რონალდოს ყოველთვის არ გამოსდის. თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ იგი წლევანდელ სეზონში ყველას დაანახებს, რომ საუკეთესოა. არ აქვს მნიშვნელობა მან მოიგო "ოქროს ბურთი" თუ არა, კრისტიანო ისტორიაში დარჩება როგორც პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელი,"- განაცხადა კასილასმა.
მასალის გამოყენების პირობები