ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ანდრე ვილაშ-ბოაშმა განაცხადა, რომ ფრენკ ლამპარდი არ იყიდება.
"ფრენკი გადამწყვეტ როლს თამაშობს ჩვენს გუნდში. ის არანაირი თანხის სანაცვლოდ არ გაიყიდება",-განაცხადა ვილაშ-ბოაშმა.
"გასაგები უნდა იყოს ის ფაქტი, რომ ლამპარდი ყველა თამაშს სასტარტო შემადგენლობაში ვერ დაიწყებს. ყოველი მატჩის წინ ჩვენ ვარჩევთ საუკეთესო 11 მოთამაშეს, რომლებიც იმ წუთისთვის საუკეთესო ფორმაში არიან,"-აღნიშნა პორტუგალიელმა.
ვილაშ-ბოაშმა "ჩელსი" სეზონის დასაწყისში ჩაიბარა და ამჟამად პრემიერლიგაში მეოთხე პოზიციას იკავებს, ლიდერ "მანჩესტერ სიტის" კი 11 ქულით ჩამორჩება.