ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ე.წ. პრეზიდენტის სახელმწიფო მრჩეველი ანალიზისა და პროგნოზირების საკითხებში კონსტანტინ კოჩიევი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „რესი" სეპარატისტულ მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით ბრძანებას ხელი ე.წ. პრეზიდენტობის მოვალების შემსრულებელმა ვადიმ ბროვცევმა დღეს მოაწერა.