მსოფლიო რეკორდსმენმა უსეინ ბოლტმა განაცხადა, რომ ოლიმპიადამდე ევროპაში მხოლოდ ერთ კომერციულ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას, დანარჩენ დროს კი ინდივიდუალურ ვარჯიშს და საწვრთნელ გარბენებს დაუთმობს.
„მე და ჩემმა მწვრთნელმა გადავწყვიტეთ, რომ მხოლოდ ოსლოს ტურნირზე გავიდე, რომელიც ივნისში გაიმართება და დაახლოებით ექვსი კვირით უსწრებს ოლიმპიადას. ძალიან კარგ ფორმაში ვარ და მინდა, რომ ლონდონში „ლეგენდა" გავხდე და ოთხი ოქროს მედალი მოვიპოვო" - ამბობს 25 წლის იამაიკელი სპრინტერი.
უსეინ ბოლტი უკვე არის სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზე რამდენიმე რეკორდები დაამყარა, ახლა კი ის რამდენადმე განსხვავებულ დისტანციაზე - 400 მეტრზეც აპირებს გამოსვლას და იქაც მხოლოდ ოქროს მედალს გეგმავს.
ბოლტი შემდეგი თვიდან დაიწყებს აქტიურ ვარჯიშს და გამოვა იამაიკურ ტურნირებზე, სადაც ეცდება 400 მეტრზე გამოსცადოს თავი.