წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღების არმქონე პირთა სია გაფართვდა.
ძველ საარჩევნო კოდექსში, წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდათ საარჩევნო კომისიის წევრებს; მოსამართლეებს; შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, პროკურატურის, დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო მოხელეებს; უცხო ქვეყნის მოქალაქისა და ორგანიზაციებს; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეებს, როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს; საქველმოქმედო და რელიგიური ორგანიზაციებისა.
ახალი „საარჩევნო კოდექსით" ზემოთ აღნიშნულ ჩამაონათვალს დაემატა საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე, სახალხო დამცველი, კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრები.
შეგახსენებთ, რომ ახალი "საარჩევნო კოდექსი" პარლამენტმა 2011 წლის 27 დეკემბერს დაამტკიცა, რომელზეც მუშაობა დაახლოებით ერთი წელი მიმდინარეობდა.