ცხინვალის სეპარატისტულმა რეჟიმის ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიასმ ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატობის პირველი მსურველი, იგორი ალბოროვი დაარეგისტრირა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „რესი" სეპარატისტულ ცესკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, დღეიდან გაიცემა რეგისტრაციის ფორმები და საინიციატივო ჯგუფებს უკვე შეუძლიათ მხარდაჭერთა ხელმოწერები შეაგროვონ, რომელთა რაოდენობაც 1000 უნდა იყოს.
შეგახსნებთ, რომ ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ე.წ. განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები 2012 წლის 25 მარტს არის დანიშნული.