მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს ძალიან დიდ მეგობარს ერდოღანს, რადგან მე არ მინახავს არცერთი ლიდერი ასე ზრუნავდეს თითოეული ინდივიდუალური მოქალაქის ბედზე. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თურქეთის პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაეპ ერდოღანთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
"თუ გყავს შენ 5 მილიონი მოქალაქე, როგორც ჩვენ შემთხვევაშია, მათი დაცვა შედარებით უფრო ადვილია, თუმცა თუ გყავს 70 მილიონზე მეტი ბევრად ძნელია, მაგრამ ეს თქვენთვის ძნელი არ არის. მე მახსოვს ყველაზე ხშირად თქვენ მოქალაქეების ბედზე ინტერესდებით. თქვენი ინტერესი ყოველთვის დიდია, როდესაც საქმე ეხება თურქეთის მოქალაქის ინტერესს, სიცოცხლეს, ქონებას, თავისუფლებას და ეს მართლაც არის უდიდესი თვისება დიდი დემოკრატიული ლიდერის. მეზღვაურების შემთხვევაც ზუსტად ასეთი შემთხვევაა. ჩვენ ვიყავით მომსწრე როგორ ფიქრობდით თქვენ ამ თემებზე და როგორ ერთობლივად ვმუშაობდით ჩვენ ამ თემებზე, ისევე როგორც ბევრ სხვა თემაზე ვმუშაობთ ერთობლივად", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი თქმით, თურქეთი ძალიან დიდი მნიშვნელობის სახელმწიფო გახდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში.
"ეს არის უტყუარად რეგიონალური ლიდერი, რომელიც ქმნის პროცესებს, წარმართავს პროცესებს და რომელიც არის მთავარი გარანტი მშვიდობის ახლო აღმოსავლეთში და ევროპის ჩვენ ნაწილში. რომ არა თურქეთის სამშვიდობო როლი შარშანდელ მოვლენებთან დაკავშჳრებით არაბეთში, ასევე ირანისა და სირიის პროცესებთან და სხვა მოვლენებთან დაკავშირებით, ვითარება კიდევ უფრო გართულდებოდა. თურქეთი არის ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური როლის მატარებელი ყველა ამ პროცესების მიმართ. ჩვენ ძველ დროს გვყოდა რკინის ფარდა, დღეს კი ჩვენ გვაქვს უვიზო მიმოსვლა", - განაცხადა პრეზიდენტმა.