თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ რაეტპ ერდოღანმა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ქართველი და თურქი მეზღვაურების ტყვეობიდან დასახსნელად გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.
"2010 წეოლს სომალელმა მეკობრეებმა დააკავეს ქართველი და თურქი მეზღვაურები. ისინი ძალიან სასტიკ წამებაში ჰყავდათ. სომალის წარმომადგენლებთან მოლაპარაკება დამთავრდა ძალიან წარმატებულად და მოხდა მათი გათავისუფლება. ყველა დაბრუნდება თავის ოჯახში და ვუსურვებ მათ ბედნიერებას და სიხარულს. ამან ძალიან დიდი ბედნიერება მოუტანა ორივე ქვეყანას. საქართველოს პრეზიდენტი პირადად დახვდა ტყვეებს, მან ასევე გამოგზავნა თვითმფრინავი და დიდ მადლობას ვუხდით ამისთვის", - განაცხადა ერდოღანმა პრეზიდენტ სააკაშვილთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
მისი თქმით, საქართველოს და თურქეთს შორის ძალიან მეგობრული დამოკიდებულა არსებობს.
სომალელი მეკობრეების ტყვეობიდან განთავისუფლებული მეზღვაურები ამჟამად სტამბულში იმყოფებიან.