აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ვოინსკი თანამდებობას ტოვებს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა მას გაწეული სამუშაოსათვის მადლობა უკვე გადაუხადა.
აღსანიშნავია, რომ ვოინსკი 1993-2001 წლებში აფხაზეთის ე.წ. შეიარაღებული ძალების მეთაური იყო. მას "აფხაზეთის გმირის" ორდენი აქვს მიღებული. "საჭირო იყო და ვიბრძოლეთ, ჩვენ ჩვენს სამშობლოს ვიცავდით და ამიტომაც გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა", _ იხსენებს ომის დღეებს ვოინსკი.
ალექსანდრე ვოინსკი სამუშაოდ საზღვაო პორტში გადადის.