გალის რაიონში ტერაქტი აღიკვეთა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ე.წ. სამართალდამცავებმა, რომლებიც ვიტალი როდონაიას მკვლელობას იძიებდნენ სოფელ გაგიდას განაპირას სამი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი "ტმ-62" და ერთი მსხვრევადი ნაღმი აღმოაჩინეს.
"ყველა ნაღმი ერთმანეთთან ელექტროსადენით იყო დაკავშირებული, ამ ადგილიდან 45 მეტრის დაშორებით კი იყო პუნქტი, საიდანაც ტერორისტებს სავარაუდოდ ამ ნაღმების მოქმედებაში მოყვანა შეეძლოთ. აფეთქების სიმძლავრე 21,5 კგ. ტროტილის ექვივალენტი იქნებოდა",_ იუწყება აფხაზური მხარე.
შეგახსნებთ, რომ აფხაზ სეპარატისტთა ე.წ. მილიციის კაპიტანი, გალის რაიონის ოპერრწმუნებული, ეროვნებით ქართველი ვიტალი როდონაია სოფელ გაგიდაში 9 იანვარს მოკლეს. მიმდინარეობს გამოძიება.