რუსეთის ფედერაცია აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. შეიარაღებულ ძალებთან ერთად სამხედრო-საბრძოლო წვრთნის "კავკაზ 2012" -ის ჩატარებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი ინფორმაციით, წვრთნა მიმდინარე წლის სექტემბერში ჩატარდება.
"იგეგმება, რომ სწავლების ფარგლებში დასახული ამოცანები დამუშავებული იქნება სამივე არმიის ოფიცრების მიერ. მანევრები ფართომასტაბიანი არ იქნება და სამივე მხრიდან არც თუ ისე დიდ სამხედრო კონტიგენტების წარმომადგენლები იქნებიან მასში ჩართული", _ იუწყება რუსული მედია და აღნიშმავს, რომ ჯერ ჯერობით სამხედრო სწავლებების ჩანაფიქრი და ჩატარების რაიონი ცნობილი არ არის, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ისინი სამხრეთის ფედერალური ოლქის პასუხისმგებლობის ზონაში ჩატარდება.
რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების წარმომადგენელი პოდპოლკოვნიკი სერგეი ვლასოვი აცხადებს, რომ უცხო ქვეყნის სამხედრო ჯარებთან არსებული შეთანხმების თანახმად "ერთობლივი ძალებით დაგეგმილია ტაქტიკური სწავლების 70-მდე ერთობლივი ღონისძიება. მთავარი ძალისხმევა კი მიმართული იქნება კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების წევრი სახელმწიფოების თანამშრომლობის გაღრმავებისკენ. ამ მიმართულებით დაგეგმილი 11 ღონისძიება", _ აღნიშნავს ვლასოვი.
მისივე თქმით, დაგეგმილია ასევე ანტიტერორისტული სწავლებები ჩატარება შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ევრი-სახელმწიფოების მიერ, სახელწოდებით "მირნაია მისია - 2012" და რუსულ ინდური სპეციალური სწავლებების ჩატარება სახელწოდებით ინდრა-2012".
სილ რუსეთის სახმელეთო ჯარებში დაგეგმილია 80 მდე საბრძოლო და 270 მდე ტაქტიკური სამხედრო წვრთნის ჩატარება.