სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს სოხუმში სირიაში შემქნილ სიტუაციასთან დაკავშირებით საგანგებო თათბირი ჩაატარა.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, თათბირის მონაწილეებმა განიხილეს კონკრეტული გზები, თუ რით შეუძლიათ სირიაში მცხოვრებ თანამემამულეებს დაეხმარონ. თათბირზე ითქვა, რომ უახლოეს მომავალში სირიის აფხაზური დიაპორის წარმომადგენელი სოხუმში ჩავა.
"შექმნილი რთული სიტუაციუს გათვალისწინებით აფხაზეთი იმ მოვლენებისა და პრობლემების მიღმა ვერ დარჩება, რომელსაც ჩვენი აფხაზი ძმები ეჩეხებიან", _აღინიშნა თათბირზე.
ამას გარდა, თათბირზე განიხილეს სირიაში სეპარატისტთა სპეციალური ჯგუფის გაგზავნის საკითხი.
"აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და რეპატრიაციის კომიტეტი სირიაში მცხოვრები დიაპორის წარმომადგენლებთან მუდმივ კავშირში იმყოფებიან. ამ დროისთვის ჯერ დაბრუნების სურვილი არავის გამოუთქვამს.
მიღებული ინფორმაციით, უახლოეს მომავალში სირიაში მცხოვრები აფხაზური დიაპორის წარმომადგენლები აფხაზეთის ხელისუფლებასთან კონსულტაციების გასამართად სოხუმში ჩამოვლენ", _ აღნიშნა თათბირზე.