რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ ჩრდილო კავკასიაში არსებული ბოევიკების განადგურება გაგრძელდება. "ჩრდილო კავკასიაში მყოფი ბოევიკების ხისტი და მეთოდური განადგურება უნდა გაგრძელდეს", _ აცხადებს მედვედევი და დასძენს, რომ რაც შეეხება "ბანდიტებს აქ ჩვენი პოლიტიკა უცვლელი რჩება. ისინი უბრალოდ უნდა გავანადგუროთ და ვაკეთოთ ეს ხისტად და სისტემატიურად ანუ რეგულარულად, იმიტომ, რომ იქ სამწუხაროდ ბანდიტური მიწიქვეშეთი ჯერ კიდევ არსებობს", _ განაცხადა მედვედევმა დღეს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების ხელმძღვანელთან ალექსანდრე ბორტნიკოვთან საუბრისას.
რუსეთის პრეზიდენტი ასევე აცხადებს, რომ "არ არის საჭირო რაღაც ციფრებზე თვალის დახუჭვა, რომლებიც, შესაძლოა, სინამდვილეში არც კი არსებობენ. საჭიროა მეთოდური მოქმედება მთელს ველზე და თუკი სადმე აღმოჩნდა კვალი, საჭიროა მათი ძებნა და განადგურება".
"მინდა რომ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური, რუსეთის შს სამინისტროსთან ერთად მათ შორის საგამოძიებო ორგანოებთან ერთად სწორედ ამით იყოს დაკავებული", _ აცხადებს მედვედევი.
აღნიშნულ შეხვედრაზე რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ალექსანდრე ბორტნიკოვმა აღნიშნა, რომ "ჩრდილო კავკასიაში მყოფ ბოევიკებთან ბრძოლის სისტემა უკვე აწყობილია". რაზეც რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთის ამოცანა თავის სამხრეთ რესპუბლიკები ტერიტორიებზე ცხოვრებისათვის ნორმალური პირობების შექმნაა.