აფხაზური მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში მაცხოვრებელი ადამიანების უმრავლესობა მომავალს "იმედითა და ოპტიმიზმით" უყურებს.
ამ დასკვნამდე მივიდნენ აფხაზეთში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკვლევის "აფხაზეთის რესპუბლიკის სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობა და პერსპექტივები"-ავტორები.
კვლევა აფხაზეთის პრეზიდენტთან არსებულმა "სტრატეგიული კვლევების ცენტრმა ჩაატარა", _ იუწყება აფხაზური მედია. სულ გამოიკითხა 1012 ადამიანი.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით რესპოდენტების 76, 38 % მომავალს იმედითა და ოპტიმიზმით უყურებს და "რესპოდენტთა მხოლოდ მცირე ნაწილი განიცდის დესტრუქციული ხასიათის გრძნობებს", - წერს აფხაზური მხარე.
მათივე ინფორმაციით, საფრთხისა და არასაიმედოობის გრძნობა გამოკითხუთა 11, 66 % აქვს, ხოლო ყოველგვარი იმედის გარეშე მომავალს რესპოდენტთა 9, 78 % უყურებს.
ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებს შორის გამოკითხულთა 17, 64 % -მა უმთავრესად უმუშევრობა დაასახელა. ამგვარ პრობლემად ნარკომანიას გამოკითხულთა 15, 42 % მიიჩნევს ხოლო 9,88 % აცხადებს, რომ უმთავრესი პრობლემა უხარისხო სამედიცინო მომსახურება.