აფხაზი სეპარატისტები კვლავ მოუწოდებენ სირიაში მაცხოვრებელ თანამემამულეებს "ისტორიულ სამშობლოში" დაბრუნდნენ. ამასთან დაკავშირებით, აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე განიხილავს შესაძლებლობას სირიაში სპეციალური მიის გაგზავნის შესახებ, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ აფხაზეთის ე.წ. რეპატრიაციის საკითხების კომიტეტის წარმომადგენლები და თურქეთში აფხაზეთის ფედერაციის წარმომადგენლები. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
აფხაზეთის ე.წ.საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა აცხადებს, რომ რამდენიმე ხნის წინ აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ამ საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულმა სპეციალუმა განცხადებამ, რომელშივ აფხაზეთი სირიაში მაცხოვრებელ "თანამემამულეებს" აფხაზეთში დაბრუნებას სთავაზობდა, სირიის აფხაზური დიაპორის ლიდერების მადლიერება გამოიწვია.
"მათ ჩვენ ოფიციალურად მადლობა გადაგვიხადეს", _ აცხადებს ჩირიკბა და აღნიშნავს, რომ უახლოეს რამდენიმე დღეში სიაპორის წარმომადგენლები შეიკრიბებიან იმისათვის, რომ იმსჯელონ თუ რა სახის დახმარება შეიძლება დასჭირდეთ მათ.
"აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მზად არის რეპატრიაციის კომიტეტთან და ყველა სახელმწიფო ორგანოებთან ერთად ხელი შეუწყოს სირიაში მაცხოვრებელ ჩვენს ძმებს ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების საკითხში", _ აცხადებს ვიჩესლავ ჩირიკბა.
მისივე თქმით, აფხაზი სეპარატისტები შეშფოთებას გამოთქვამენ სირიაში მაცხოვრებელი აფხაზების, აბაზგებისა და ადიგების ბედის გამო.
"რა თქმა უნდა ჩვენ გამუდმებით ვადევნებთ თვალს სირიაში განვითარებულ მივლენებს და იქ მაცხოვრებელი ჩვენი სიაპორის წარმომადგენლებთან მუდმივ კონტაქტში ვიმყოფებით. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ სირიაში სპეციალური წერილიც კი გავაგზავნეთ და ჩვენს ძმებს ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებისაკენ მოვუწოდეთ. მართალია ჯერ ჯერობით ამასთან დაკავშირებით ჩვენ არავითარი მიმართვა არ მიგვიღია, მაგრამ მივიღეთ ოფიციალური მადლობა და ჩვენ ასევე გვაცნობეს, რომ უახლოესი დღეების განმავლობაში დიაპორის წარმომადგენლები შეიკრიბებიან იმისათვის , რომ ჩვენს წინადადებაზე იმსჯელონ", _ აცხადებს ჩირიკბა.
მისივე თქმით, ამჟამად სირიაში 8-10 ათასი აფხაზი ცხოვრობს, მათ შორის არია ისეთი აფხაზური გვერბის წარმომადგენლები როგორებიცაა: ამარშან, აგრბა, კუჯბა, გეჩბა, მაან, ჩიჩბა და სხვები. მათ უმრავლესობას თავიანთ სირიულ პასპორტებში გვარად "აბაზა" უწერით, რაც არაბულად "აფხაზს" ნიშნავს. "ასე გამოხატავენ ისინი თავის ეთნიკურ იდენტურობას", - აცხადებს ჩირიკბა.