აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა დნესტრისპირეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტს ევგენი შევჩუკს თანამდებობრივი უფლებამოსილების დაწყება მიულოცა.
"თქვენი არჩევა ამ უმაღლეს თანამდებობაზე დნესტრისპირეთის მოქალაქეების თქვენდამი გამოხატულ ნდობაზე მეტყველებს. აფხაზეთი და დნესტრისპირეთი უკვე მრავალი წლის მანძილზე ავითარებენ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ურთიერთობები მომავალშიც გაგრძელდება და გაღრმავდება", _ ნათქვამია ალექსანდრე ანქვაბის მილოცვაში.