მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა ალექს ფერგიუსონმა, კვირას გასამართი, სათასო მანჩესტერული დერბის წინ, განაცხადა, რომ მანჩესტერ სიტი სერიოზული ძალაა და მათი ლიდერობა ცემპიონატში სრულიად დამსახურებულია.
„ჩვენთვის და ჩვენი გულშემატკივრებისთვის კარგი იქნება თუ სიტის სერიოზულ მეტოქედ მივიჩნევთ და მათთან გასამართი მატჩებისთვის სერიოზულად მოვემზადებით. სეზონის პირველ შეხვედრაში აშკარად გვაჯობეს და ახლა დროა რევანში ავიღოთ."
ფერგიუსონის განცხადებით, მათი მთავარი მიზანი დარჩენილ ყველა მატჩში გამარჯვებისთვის ბრძოლაა. „ ჩვენ გამოვვარდით ჩემპიონთა ლიგიდან, მაგრამ ევროპის ლიგის მოგებით ჩვენს გულშემატკივრებში კვლავ დავიბრუნებთ გამარჯვებულის მენტალიტეტს",- განაცხადა წითელი ეშმაკების თავკაცმა.
შეგახსენებთ რომ, ინგლისის ჩემპიონატში მანჩესტერმა უკვე უმასპინძლა სიტის და სამარცხვინო ანგარიშით, 1-6 დამარცხდა.