აფხაზმა სეპარატისტებმა უარი თქვეს "თავიანთ" ტერიტორიაზე საერთაშორისო ტვირთნაკადის დამკვირვებლების განთავსებაზე. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ამ დამკვირვებლების განთავსება შვეიცარიამ მოითხოვა, რომელიც შუამავალია რუსეთსა და საქარველოს შორის რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების სადავო საკითხების მოგვარებაში.
"აფხაზეთი საერთაშორისო დამკვირვებლების გამოჩენას თავისი ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევად აფასებს. რუსეთი კი პატივს სცემს ამ პოზიციას და შეუძლია ისინი საზღვარზე თავისი მხრიდან განალაგოს, საქართველომ კი საზღვრის თავისი მხრიდან", _იუწყება აფხაზური მხარე და აღნიშნავს, რომ აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის ჩირიკბას თქმით, ოფიციალურად თავის პოზიციას სოხუმი გამოაცხადებს მას შემდეგ, რაც შვეიცარიის წინადადებაზე თავის მოსაზრებას რუსეთის ფედერაცია გამოთქვამს.