რამდენიმე დღის განმავლობაში, 2011 წლის 30 დეკემბრიდან 2012 წლის 1-ელ იანვრამდე, პერიოდში აფხაზეთში ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
აფხაზეთის საგანგებო სიტუაციათა სამმართველოს უფროსის, ტიგრან დელიბალტიანის ინფორმაციით, 30 დეკემბერს ქალაქ ოჩამჩირეში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, ხანძარი გაჩნდა. დაიღუპა ოჯახის უფროსი იური ადლეიბა. ხანძრის მიზეზი მოკლე ჩართვა იყო.
1-ელ იანვარს ქალაქ ბიჭვინთაში ხანძარი საცხოვრებელი სახლის მე-9 სართულზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად ორი ადამიანი - მიხეილ მაიუკი და ზინაიდა კოვტუშენკო დაშავდნენ. მოგვიანებით მალიუკი საავადმყოფოში გარდაიცვალა.