ახალი წლის ზეიმის დროს სიტუაცია ე.წ. სამხრეთ ოსეთში მშვიდი იყო. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ოს სეპარატისტებზე დაყრდნობით ავრცელებს.
"არავითარ სერიოზულ კანონდარღვევასა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. 31 დეკემბერს ღამითაც ჰაერში სროლის შემთხვევები მინიმიზირებული იყო", _ იუწყებიან ოსი სეპარატისტები.
აღსანიშნავია, რომ ახალი წლის დღესასწაულებთან დაკავშირებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ძალოვანი სტრუქტურები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე არიან გადაყვანილნი.
მასალის გამოყენების პირობები