15 იანვარს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დაინიშნა. დეპუტატები მესამე მოსმენით იმ კანონპროექტებს უყრიან კენჭს, რომელთა მიღება საშემოდგომო სესიებზე ვერ მოასწრეს.
მისაღებ კანონპროექტთა შორისაა პრეზიდენტის მიერ ინიცირებული თავისუფლების აქტი. გარდა ამისა, კანონმდებლები საკონსტიტუციო ცვლილებასაც განიხილავენ, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების დროის დაკანონებას ითვალისწინებს.
რიგგარეშე სხდომის შემდეგ, საკანონმდებლო ორგანო თებერვლამდე დაისვენებს.