თბილისის საქალაქო სასამართლომ მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის ბრალკდებულ თამაზ კიკლიაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
2009 წლის 23 აპრილს თამაზ კიკლიაშვილმა, რომელიც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა მეუღლეს, თეა ქვარიანს. ქვარიანი მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.
კიკლიაშვილი დანაშაულის ადგილიდან მიიმალა, თუმცა შემდგომ ნებაყოფლობით, ბრალის აღიარებით გამოცხადდა პოლიციაში.