ვლადიკავკაზში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა ქალაქის ცენტრში დღეს გამართული, ალა ჯიოევას მომხრეების შეკრების ორგანიზატორი ელინა მარზოევა მაშინ დააკავეს, როდესაც იგი რესპუბლიკიდან ავტობუსით გასვლას ცდილობდა. ინფორმაციას ამის შესახებ ჩრდილოეთ ოსეთის შს სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
დღეს ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პრეზიდენტობის კანდიდატის" ალა ჯიოევას მომხრეები შეიკრიბნენ, იმისათვის რათა ქალაქის ქუჩებსა და საგამოძიებო ოზილატორთან ჯიოევას ხუთი დაკავებული მომხრის გათავისუფლება მოეთხოვათ. ჯიოევას მომხრეები აცხადებენ, რომ ხუთივე ადამიანი, რომელთაც ბრალად იარაღის უკანონო ტარება და ნარკოტიკების შენახვა ედებათ პოლიტიკური მოტიით არიან დაკავებულნი.
სამართალდამცავებმა აქციის ყველა მონაწილე დააკავეს და ისინი პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს.
მათივე ინფორმაციით, მარზოევა აქციის მონაწილეების დაკავების დროს მიიმალა.