სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს სირიაში განვითარებული პოლიტიკური კრიზისის გამო და აცხადებს, რომ მათ განსაკუთრებით, სირიაში მაცხოვრებელი თავიანთი თანამემამულეების ბედი აღელვებთ. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ სირიაში მაცხოვრებელი აფხაზები "აფხაზი ხალხის განუყოფელი ნაწილია" და შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, აფხაზეთი "იქ არსებული პრობლემების მიმართ, რომელთა წინაში შესაძლოა ჩვები ძმები აღმოჩნდნენ გულგრილი ვერ დარჩება".
"აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტო მზადყოფნას აცხადებს სახელმწიფო რეპატრიაციის კომიტეტთან და ყველა სხვა სტრუქტურასთან ერთად, ხელი შეუწყოს სირიაში მაცხოვრებელი აფხაზური დიასპორის იმ წარმომადგენლების რეპატრიაციას, რომლებსაც ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების სურვილი აქვთ", _ ნათქვამია განცხადებაში.