ნიგერიის მოქალაქეს, რომელმაც გასული წლის 25 დეკემბერს დეტროიტთან ამერიკული ავიაკომპანიის Northwest-ის აფეთქება სცადა ბრალი 6 პუნქტში წარედგინა.
23 წლის უმარ ფარკუ აბდულ მუტალაბს ინკრიმინირებული აქვს თვითმფრინავის 289 მგზავრისა და ეკიპაჟის წევრების მკვლელობის და მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების მცდელობა.
დასკვნა მომზადებულია მიჩიგანის შტატის დიდი ჟიურის მიერ, რომელიც განსაზღვრავს ნიგერიელის სასამართლოსთვის გადაცემის საკითხს.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით თეთრი სახლის პრესმდივნის რობერტ გიბსის განცხადებით, დაკავებულმა დაკითხვისას გამოიებას მნიშვნელოვანი სადაზვერვრო ინფორმაციები მიაწოდა.
ამერიკის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება ნიგერიელი სამოქალაქო სასამართლოსთვის გადაეცა და მისთვის არ მიენიჭებინა უკანონო შეიარაღებული ფორმირებების წევრის სტატუსი რა შემთხევაშიც მისი საქმე სამხედრო ტრიბუნალის ქვემდებარე გახდებოდა.
ეს გაკეთდა იმისთვის, რათა დაკავებულის ადვოკატს მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაერწმუნებინა, წასულიყო თანამშრომლობაზე გამოძიებასთან და ამერიკელი სამართალდამცავებისთვის მიეწოდებინა მათთვის საინტერესო ინფორმაციები.
უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 5 იანვარს თეთრ სახლში ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან გამართულ თათბირზე აღიარა, რომ 25 დეკემბერს აშშ-ს უსაფრთხოების სისტემას ჰქონდა ჩავარდნა, რომელის შედეგიც შესალებელი იყო რამდენიმე ასეული ადამიანის დაღუპვა გამხდარიყო.
"აშშ-ს მთავრობას ჰქონდა საკმარისი ინფორმაცია, ამ შეთქმულების გასახსნელად, მაგრამ ჩვენმა სადაზვერვო სამსახურებმა ვერ შეძლეს ერთმანეთისთვის დაეკავშირებინათ მათთვის ცნობილი ყველა დეტალი", _ განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.
მის თქმით, ეს არ იყო შეცდომა ინფორმაციის შეგროვებისას, არამედ ეს იყო შეცდომა, გაერთიანებაში და ინფორმაციის აღქმაში და ანალიტიკოსებსა და პროფესინალებს იგი სათანადოდ უნდა შეეფასებინათ.