2009 წლის 11 თვის განმავლობაში ჩინეთში 115 ათასზე მეტი ჩინოვნიკი იქნა პასუხისგებაში მიცემული სხვადასხვა დისციპლინარული და სხვადასხვა სამსახურეობრივი დანაშაულისთვის. ამის შესახებ ჩინეთის კომპარტიის ცენტრალური კომისიის მდივნის მოადგილემ დისციპლინარული შემოწმების საკითხებში გან იშენმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული პერიოდისთვის სახელმწიფო სარევიზიო საკონტროლო ორგანოების მიერ გამოძიებულია 13.8 ათასი საქმე, რომელიც ფინანსურ დანაშაულებებს უკავშირდება და მასში სამი ათასე მეტი სახელმწიფო მოსამსახურეა გარეული. ქვეყნისთვის მიყენებულმა ზარალმა 647 მილიონი დოლარი შეადგინა.
ამის გარდა, გან იშენის ინფორმაციით, გასულ წელს შესაბამის უწყებებში 1,3 მილიონამდე სხვადასხვა სახის განცხადებებია შესული, რომლებშიც საუბარია სახელმწიფო მოსამსახურეების მიერ საკუთარი საქმიანობის არაჯეროვან შესრულებაზე ან დანაშაულებრივ ქმედებებზე.
ამ განცხადებებიდან 117 ათასი საქმე გამოსაძიებლად კომპეტენტურ ორგანოებს გადაეცა.