საქართველოს ეროვნული ნაკრები 2012 წლის ივნისში გასვლით ტესტმატჩებს გამართავს აშშ-სთან და კანადასთან. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" წლის შემაჯამებელი ღონისძიების დასრულების შემდეგ რაგბის ფედერაციის პრეზიდენტმა, გიორგი ნიჟარაძემ განუცხადა. მისი განცხადებით, შემოდგომაზე იგეგმება რომელიმე კარგ გუნდთან თამაში, რომელსაც თბილისი უმასპინძლებს.
"ჩვენ ვთამაშობთ გასვლით თამაშებს ამერიკასთან და კანადასთან ივნისში. შემოდგომაზე რომელიმე კარგ გუნდს ვუმასპინძლებთ, მაგრამ რომელს - ჯერ არ არის ცნობილი", - განაცხადა ნიჟარაძემ.
2011 წლის საქართველოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა "ლოკომოტივი", ვერცხლის პრიზიორი - ქუთაისის "აია" და ოქროს პროზიორი- "არმია", რომელმაც ასევე ქვეყნის თასი და შვიდკაცა რაგბის ჩემპიონატი მოიგო. საუკეთესო მელელოვე გახდა ბესიკ ხამაშურიძე, ბომბარდირი - დავით კიკნაძე, საუკეთესო მწვრთნელი-მოთამაშე, ბესიკ ხამაშურიძე და წლის საუკეთესო მორაგბე - მამუკა გორგოძე.