ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურების ძალისხმევა ავღანეთში 8-წლიანი ომის ფონზე არ შეესაბამება დასმულ ამოცანებს.
ამის შესახებ ავღანეთში მოკავშირე ძალების სამხედრო სადაზვერვო შტაბის უფროსის მოადგილის გენერალ მაიორის მაიკლ ფლინის მოხსენებაშია აღნიშნული.
"8 წლიანი ომის შემდეგ აშშ-ს დაზვერვა ავღანეთში უმნიშვნელოდ შეესაბამება ჩვენს საერთო სტრატეგიას" - აღნიშნულია ფრინის მოხსენებაში, რომელიც ახალი ამერიკული უსაფრთხოების ცენტრის მიერ გამოქვეყნდა.
მოხსენებაში გენერალი მკვეთრად აკრიტიკებს ამერიკის სპეცსამსახურების მოქმედებას და მიუთითებს მათ დაბალ პროფესიოლ მომზადებაზე.
კერძოდ, გენერალი აღნიშნავს, რომ არასაკმარისია ავღანელი ხალხის, მათი ეკონომიკისა და მმართველი სტრუქტურების ცოდნა.
მისივე თქმით, ასეთ ვითარებაში აშშ-ს ავღანეთში არ ყოფნის შესაბამისი დაზვერვითი ინფორმაცია და იგი ფატობრივად უძლურია.
გენერალი აცხადებს, რომ ხშირად ხდება სახსრების შეზღუდვა, რის გამოც, ვერ სრულდება მაღალჩინოსანთა ბრძანებები ინფორმაციების მოპოვებასთან დაკავშირებით, რაც აუცილებელია კონტრტერორისტული ოპერაციების განსახორციელებლად.