უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ხარჯები დაამტკიცა. არჩევნებისთვის გამოყოფილი თანხა 969,6 მილიონ გრინს (120 მილიონი აშშ დოლარი) შეადგენს.
ცესკოს მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ მიმდინარე პერიოდისთვის, ჯერაც არ არის დამტკიცებული ქვეყნის 2010 წლის ბიუჯეტი და საარჩევნო კომისიას ხარჯების განსაზღვა მინისტრთა კაბინეტის დადგენილების საფუძველზე მოუწია.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები 2010 წლის 17 იანვარს გაიმართება.
სხადასხვა გამოკითხვებზე დაყრდნობით, საპრეზიდენტო არჩევნებში ყველაზე მაღალი შანსები უკრაინის მოქმედ პრემიერ-მინისტრს იულია ტიმოშენკოს და რეგიონების პარტიის ლიდერს, ვიქტორ იანუკოვიჩს გააჩნიათ. მათ შორის სხვაობა სავარაუდოდ 2 პროცენტს შეადგენს.
ამის მიუხედავად ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ვერცერთი კანდიდატი ვერ შეძლებს პირველ ტურში საკმარისი რაოდენობის ხმების - 50 პროცენტზე მეტის მოპოვებას.
ამიტომაც არა მხოლოდ უკრაინელი პოლიტიკოსები და ექსპერტები არამედ უცხოელი ანალიტიკოსებიც დარწმუნებულნი არიან, რომ უკრაინაში ქვეყნის პრეზიდენტის ბედი მეორე ტურში გადაწყდება.