ევროკავშირის ქვეყნებს A/H1N1 ვირუსის ვაქცინის საკმაოდ დიდი მარაგები დაუგროვდათ. აღნიშნულის მიზეზი გასული წლის ივნისში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პანდემიის საფრთხის მეექვსე დონემდე განსაზღვრა გახდა.
აღნიშნული ქმნიდა იმის საფრთხეს რომ ყოველი მესამე ევროპელი ვირუსის მატარებელი გამხდარიყო.
ამჟამად ევროპელების უმეტესობა, რომლებმაც ავადმყოფობა გადაიტანეს სრულად გამოჯამრთელდა.
ევროპაში ეპიდემიის დაწყენიდან დღემდე 1700-მდე ადამიანია დაღუპული.
ამავე პერიოდში 28 მილიონ ადამიანს შესაბამისი ვაქცინაცია გაუკეთდა.
ევროპის უმეტესმა ქვეყნებმა, მთ შორის საფრანგეთმა, გერმანიამ, ესპანეთმა, ნიდერლანდებმა და დიდმა ბრიტანეთმა ვაქცინის საკმაოდ დიდი მარაგები შექმნეს.
ამჟამად წარმოქმნილია საკმაოდ დიდი კონკურენცია ზედმეტი ვაქცინის მესამე ქვეყნის ბაზრებზე გასატანად.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიაციის მონაცემებით, ვირუსის გავრცელება გრძელდება აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში. შესაბამისად ევროპის წამყვანი სახელმწიფოები ცდილობენ საკუთარი ჭარბი ვაქცინა სწორედ ამ ქვეყნებში გაყიდონ.