დღეს ვაკეში, სტომატოლოგიურ კლინიკა "დია-დენტზე" თავდასხმა მოხდა.
დაუდგენელი პირები ბარნოვის 75-ში მდებარე კლინიკაში დილის 7 საათისთვის შეიჭრნენ. თავდამსხმელები ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდნენ.
ინციდნეტის დროს "დია-დენტში" ორი მორიგე ექიმი იმყოფებოდა. ერთ-ერთი მათგანი 32 წლის ქირურგი თემურ პავლიაშვილი დაჭრილია. რამდენიმე ჭრილობა მას ბარძაყის არეში აქვს მიყენებული. ექიმი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც მას სასწრაფო ოპერაცია უტარდება.
თავდასხმის სავარაუდო მიზეზად ძარცვა სახელდება, თუმცა ეს ვერსია ჯერ-ჯერობით დადასტურებული არ არის.