სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქმა ილია მეორე 2010 წლის საშობაო ეპისტოლეში მრავალწლიანი გაუცხოების შემდეგ ქართული საზოგადოების რწმენის დაბრუნების პროცესზე საუბრობს და აღდნიშნავს, რომ "აღდგა გარეგნული სახე ჩვენი ქრისტიანული ცხოვრებისა".
"მართალია, აღდგა გარეგნული სახე ჩვენი ქრისტიანული ცხოვრებისა: აშენდა მრავალი ტაძარი, ეკლესიები გაივსო ხალხით, გამრავლდა სასულიერო პირთა რიცხვი, ჩვეულებად იქცა საეკლესიო წესებისა და საიდუმლოებების აღსრულება (ნათლობა, წესის აგება, ჯვრისწერა, სახლის კურთხევა...), მაგრამ დღეს უკვე აუცილებელია ჩვენი საზოგადოების უფრო სიღრმისეულ სულიერ განვითარებაზე ზრუნვა. ჩვენ გამოვედით ეგვიპტიდან - ცოდვის მონობიდან, მაგრამ აღთქმულ მიწაზე, სულიერ იერუსალიმში ჯერ არ შევსულვართ. უდაბნოს გზაზე ჩვენი მსვლელობისას ზოგჯერ თავს იჩენს ცოდვითი ცდომილებანი. ამის ყველაზე მკაფიო გამოხატულებაა ჯვარდაწერილ წყვილთა ხშირი განქორწინება, ნარკომანია და აბორტი, _ ნათქვამია ეპისტოლეში.
"ჩვენ გამოვედით ეგვიპტიდან - ცოდვის მონობიდან, მაგრამ აღთქმულ მიწაზე, სულიერ იერუსალიმში ჯერ არ შევსულვართ", _ ბრძანებს პატრიარქი.
მასალის გამოყენების პირობები