ახალი საავტომობილო გამშვები პუნქტი "ადლერი" მდინარე ფსოუზე მდებარე რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე 2012 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, რეკონსტრუქციის შემდეგ ექსპლუატაციაში შევა. განცხადებას ამის შესახებ სოჭის საბაჟო ავრცელებს.
ამ საავტომობილო გამშვები პუნქტის რეკონსტრუქცია 2009 წლის დეკემბერში დაიწყო და იგი მდინარე ფსოუზე ახალი ხიდის და ქვეითთა გადასასვლელის აგებას გულისხმობდა.
"ეს შექმნის პირობას რუსეთსა და აფხაზეთს შორის არსებული სახელმწიფო საზღვრის კომფორტული გადაადგილებისათვის და ასევე ორი ქვეყნის საბაჟო სამსახურების თანამშრომლობისათვის", _ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.