აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა აფხაზეთის ტერიტორიაზე გაერთიანებული რუსული სამხედრო ბაზის შესახებ აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ე.წ. რატიფიკაცია მოახდინა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
ამ ე.წ. ხელშეკრულების რატიფიცირება რუსეთის დუმამ 2011 წლის 22 სექტემბერს მოახდინა, ფედერაციის საბჭომ 28 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა კი რატიფიკაციის შესახებ კანონის ხელი 2011 წლის 5 ოქტომბერს მოაწერა.
აფხაზი ე.წ. პარლამენტარი დიმიტრი შამბა აცხადებს: "სამხედრო ბაზა, რომელიც აფხაზეთის ხელისუფლების მიმართვის საპასუხოდ შეიქმნა, რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ფორმირებების განთავსებას ითვალისწინებს სამხედრო დახმარების გაწევისათვის, აფხაზეთის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დაცვისათვის საგარეო და ტერორისტული საფრთხეებისაგან", _ აცხადებს შამბა.