აფხაზურ მხარეს მოსაზღვრე საქართველოში მომხდარ მოვლენებთან არავითარი კავშირი არა აქვს. ეს განცხადება გალის ე. წ. მილიციის უფროსმა ლოურენს კოგონიამ გააკეთა.
“უმჯობესი იქნება, თუკი საქართველო დამნაშავეებს თავისთან მოძებნის. სრულიად უსაფუძვლოდ, ყველა ცოდვაში აფხაზური მხარის დადანაშაულებით, საქართველო ცდილობს აფხაზეთი საერთაშორისო საზოგადოების თვალში ისეთ ქვეყანად წარმოაჩინოს, სადაც კრიმინალური განუკითხაობა სუფევს”, _ აცხადებს კოგონია და დასძენს, რომ სინამდვილეში კრიმინალური განუკითხაობა საქართველოში სუფევს, “სადაც სულ ახლახანს განხორციელებული ამნისტიის გამო უამრავი კრიმინალური ელემენტი გამოუშვეს”.
კოგონიამ ასევე კატეგორიულად უარყო ინფორმაცია, სოფელ განმუხურის გალის რაიონიდან დაცხრილვის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ აფხაზი სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან სოფელი განმუხური დაიცხრილა. ამას გარდა, სეპარატისტებმა სოფელ შამგონადან ადგილობრივი მკვიდრი დემურ ქირია გაიტაცეს, რომელიც დღეს დილით გარდაცვლილი იპოვეს.
მასალის გამოყენების პირობები