ფრანგული გამოცემის, L'equipe-ს მკითხველთა ვერსიით, 2011 წლის საუკეთესო სპორტსმენი კატალონიის "ბარსელონას" ვარსკვლავი, ლიონელ მესი გახდა.
გამოკითხვის სახელწოდება "ჩემპიონების ჩემპიონი" იყო. პირველადგილოსანმა არგენტინელმა 807 ქულა დააგროვა, მე-2 ადგილზე ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი გავიდა, მე-3 ადგილი კი, ფორმულა 1-ის გამარჯვებულმა სებასტიან ფეტელმა არავის დაუთმო.
შეგახსენებთ, რომ 2010 წელს, L'equipe-ს ვერსიით, საუკეთესო სპორტსმენი ესპანელი ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი გახდა.
აღსანიშნავია, რომ 2011 წელს, ლიონელ მესის "ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთის პრიმერა დივიზიონი, ესპანეთის სუპერთასი, ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.