2011 წლის ოქროს პერგამენტი ნომინაციაში წლის სპორტსმენი - გუნდი საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს გადაეცა.
გამოკითხვაში, რომლის ორგანიზატორია ახალი ამბების სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენი" და რომელიც საკონსულტაციო კვლევითმა ჯგუფმა GCG-მ ჩაატარა მონაწილეობა 2986-მა რესპოდენტმა მიიღო.
წლის სპორტსმენის (გუნდის) გამოსავლენად გამოკითხვის ანეკტაში შეყვენილნ იყვნენ: მერი არაბიძე, მამუკა გორგოძე, ლევან კობიაშვილი, დავით მარსაგიშვილი, ვიქტორ სანიკიძე, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები, საქართველოს საკალთბურთო ნაკრები.
შეგახსენებთ, რომ „ოქროს პერგამენტის" დაჯილდოების ცერემინილი ყოველი წლის 24 დეკემბერს იმართება და მას კომპანია ბაგრატიონი 1882-ის დარბაზი მასპინძლობს.
2011 წელს გამარჯვებულები 11 ნომინაციაში გამოვლინდნენ, ასევე გაიცა საპატიო „ოქროს პერგამენტიც". გამარჯვებულების გამოსავლენად გამოკითხვა მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა და მასში მონაწილეობა 2986-მა რესპოდენტმა მიიღო.
საკონსულტაციო ჯგუფი GCG-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში რესპოდენტების რაოდენობა შემდეგნაირად გადანაწილდა: თბილისი - 42%, კახეთი - 9%, ქვემო ქართლი - 7%, შიდა ქართლი - 6%, იმერეთი - 10%, სამეგრელო - 10%, გურია - 3%, მცხეთა მთიანეთი - 3%, აჭარა - 10%.
რაც შეეხება გამოკითხულთა სოციალურ მდგომარეობას, აქ სტატისტიკა ასე გამოიყურება: სტუდენტი - 10%, დასაქმებული - 29%, თვითდასაქმებული - 23%, უმუშევარი - 24%, პენსიონერი - 14%.
გამოკითხულთა შორის 53% ქალია, ხოლო 47% მამაკაცი.
წელს „ოქროს პერგამენტის" დაჯილდოების ცერემონიალის სპონსორები იყვნენ კომპანიები ავერსი, გუდვილი, ნატალი და ფლაუერსი.