არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში 57 პროფესიის ჩამონათვალი შეიქმნა, რომლის წარმომადგენლები ემირატებში საკუთარი ოჯახის წევრების ჩაყვანას ვეღარ შეძლებენ. მოცემული სიახლე არაბეთის გაერთიანებული საემიროების ნატურალიზაციისა და ცხოვრების უფლების დეპარტამენტის მიერ არის ინიცირებული. ის მიზნად ისახავს იმ ადამიანების რიცხვის შემცირებას, რომლებიც ქვეყანაში სავიზო რეჟიმს არღვევენ.
“შავ” სიაში სხვებთან ერთად მოხვდნენ ვიზაჟისტები, მზარეულები, მცხობელები, მანქანის მრეცხავები, მესაფლავეები, ოფიციანტები.
“დაბალი შემოსავლის მქონე მუშებს ხშირად არ შეუძლიათ და ამიტომ ყველა ოჯახის წევრის სავიზო მოსაკრებელს არ იხდიან, რაც მათ არალეგალურ ემინგრანტებად აქცევს. სიაში შესული პროფესიების 90% ნატურალიზაციისა და ცხოვრების უფლების კანონის ნორმებს არ შეესაბამება”, - განაცხადა დეპარტამენტის დირექტორმა, ბრიგადის გენერალმა, ნასერ ალ-მაინჰალიმ.
მან დაამატა, რომ აღნიშნული ჩამონათვალის შედგენისას დეპარტამენტის თანამშრომლები იმას ეყრდნობოდნენ, რომ სწორედ აღნიშნული პროფესიის წარმომადგენლებში დაფიქსირდა ყველაზე მეტი დარღვევა.
ასევე სავიზო რეჟიმის დამრღვევებთან საბრძოლველად მთავრობას 24-საათიანი უფასო ხაზი შემოაქვს, რომლის ოპერატორებს მოსახლეობამ შეიძლება აცნობოს არაკანონიერი ემიგრანტებისა და იმ პირების შესახებ, რომლებიც მიმალვაში იმყოფებიან.
ნასერა ალ-მინჰალის მონაცემებით, 2007 წლის ნოემბერში ამნისტიის დასრულების შემდეგ მთავრობა დაახლოებით 25 313 ადამიანი დააკავა სავიზო რეჟიმის დარღვევისა და საემიროს ტერიტორიაზე უკანონოდ შესვლის გამო.
გაერთიანებული არაბეთის საემიროების რეზიდენტები, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიაზე იმყოფებიან ვიზის სარეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ დღეში 6,8 დოლარის ჯარიმას იხდიან. პირებმა, რომლებმაც არაბეთის გაერთიანებული საემიროები ორი სახის ვიზის ამოწურვის შემდეგაც არ დატივეს, დღეში 27,3 დოლარი უნდა გადაიხადონ. ქვეყნიდან დაუყოვნებლივ დეპორტირება მოხდება იმ პირებისა, რომლებსაც ნამდვილი ვიზა არ აქვთ. დამქირავებელი, რომელიც მუშაობის ნებართვის გარეშე უცხოელებს სამსახურში აიყვანს, 13,7 ათასი დოლარის ჯარიმას გადაიხდის.
მასალის გამოყენების პირობები