ავღანეთში 6-ბალიანი მიწისძვრა დაფიქსირდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, რიჰტერის შკალის მიხედვით, 6-ბალიანი მიწისძვრა 5 იანვარს, ადგილობროვი დროით 3 საათსა და 43 წუთზე, ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში, მთებში დაფიქსირდა. ეპიცენტრი, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულიდან – 275 კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა.
ინფორმაცია დაღუპულების ან ნგრევების შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება.
აღსანიშნავია, რომ ძლიერი რყევები (7,5 ბალამდე) გასულ კვირას, ინდონეზიაშიც იგრძნეს.
მასალის გამოყენების პირობები