ბრიტანეთში საცხოვრებელი სახლის საშუალო ფასი 2004 წლის აგვისტოს მაჩვენებლამდე შემცირდა. ამ მონაცემებს საკუთარ კვლევებზე დაყრდნობით ბანკი Hალიფახ-ის აქვეყნებს. კვლევის თანახმად 2008 წლის დეკემბერში ბრიტანეთში საცხოვრებლის ფასი 2,2%-ით შემცირდა და საშუალო სახლის ფასმა 159 896 ფუნტი სტერლინგი შეადგინა. 2008 წლის დეკემბრის ფასი 2007 წლის ანალოგიური პერიოდის ფასთან შედარებით 16,2%-ით შემცირდა.
ამ ტიპის სტატისტიკის წარმოების ისტორიაში ეს ყველაზე ძლიერი ვარდნაა.
Hალიფახ-ში აღნიშნავენ, რომ თუ უძრავი ქონების ფასსა და შემოსავლებს შევადარებთ, გაერთიანებულ სამეფოში საცხოვრებელი ისეთივე ხელმისაწვდომი გახდა, როგორც 2003 წლის აპრილში იყო. ამასთან, იპოთეკური კრედიტის მიღება პოტენციური მყიდველისთვის უფრო რთული გახდა.
გაერთიანებული სამეფოს ცენტრალურმა ბანკმა, ინგლისის ბანკმა ამავე პერიოდში გამოაქვეყნა მონაცემები იმის შესახებ, რომ 2008 წლის ნოემბერში ქვეყანაში მხოლოდ 27 ათასი კრედიტი გაიცა.
ამ სახის კვლევების ისტორიის მანძილზე სტატისტიკას 1999 წლიდან აწარმოებენ, ბანკებს ასე ცოტა კრედიტი არასდროს არ გაუციათ. ნოემბერში სულ 740 მლნ ფუნტი სტერლინგის კრედიტი გაიცა, რაც ოქტომბრის მონაცემებს აღემატება, თუმცა 2007 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე მთელი 90%-ით ნაკლებია.
მასალის გამოყენების პირობები