რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი სოხუმში იმყოფებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, კარასინის ვიზიტი აფხაზეთში სამუშაო ხასიათის იყო.
"გრიგორი კარასინი აფხაზეთის პრეზიდენტს ალექსანდრე ანქვაბს, პარლამენტის თავმჯდომარეს ნუგზარ აშუბას და უშიშროების საბჭოს მდივანს სტანისლავ ლაკობას შეხვდა. მოლპარაკებების დროს რუსულ-აფხაზური ორმხრივი ურთიერთობების სხვა და სხვა საკითხები განიხილებოდა", _ იუწყება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.