დვანში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დასრულდა. სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან' საუბარში მოლაპარაკებებზ ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი, შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი აცხადებს, რომ რიგ საკითხებთან ერთად, შეხვედრაზე ასევე განიხილებოდა დაკავებულების გაცვლის საკითხი.
"მიუხედავად იმისა, რომ კონტრეტული გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრაზე მიღებული აი იყო, შევთანხმდით, რომ ყველა დაკავებული ახალ წელს საკუთარ სახლში შეხვდება, ამიტომაც მოლაპარაკებები გრძელდება", _ აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში უტიაშვილი.
მისივე თქმით, დვანში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის მომდევნო შეხვედრა 24 იანვარს გაიმართება.