სამართალდამცავებმა ქრთამის გადაცემის ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს. შსს-ის ინფორმაციით, 37 წლის ჯემილ კადირ ოღლი ულუსოი 4 იანვარს სახელმწიფო საზღვრის წითელი ხიდის საკონტროლო გამშვები პუნქტის გადმოკვეთისას იქნა დაკავებული.
მან დაზიანებული პასპორტით საზღვრის უპრობლემოდ გადმოკვეთის სანაცვლოდ ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორს შესთავაზა 20 აშშ დოლარი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლით მიმდინარეობს. საქმეს იძიებს ქვემო ქართლის საპატრულო პოლიცია.
მასალის გამოყენების პირობები