ინგლისის პრემიერლიგაში მე-20000 გოლის ავტორი ტურნირის ოფიციალური სპონსორისგან, ბანკ Barclays-გან 20000 გირვანქა სტერლინგს მიიღებს და ამ თანხას ქველმოქმედებას მოახმარს.
პრემიერლიგა 1992 წლის თებერვალში დაფუძნდა და უკვე 19964 გოლია გასული. ასე რომ, კიდევ 36 გოლია გასატანი.
Barclays-მა საკუთარი Facebook-ის გვერდზე სპეციალური განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ საიუბილეო გოლის ავტორი ფასიან პრიზებს მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ პრემიერლიგის ისტორიაში პირველი გოლი "შეფილდის იუნაიტედის" თავდამსხმელმა ბრაიან დინმა გაიტანა, რომელმაც "მანჩესტერ იუნაიტედის" კარი აიღო.