"მსოფლიოში მოვლენები საკმაოდ მიზანმიმართულად ვითარდება და პრინციპში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მე ვიცი, რომ მაგალითად საქართველოში, ირაკლი ალასანია აცხადებს იმის შესახებ, რომ საქართველომ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან თავდაუსხმელობის ხელშეკრულება უნდა გააფორმოს", _ აცხადებს სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი სტანისლავ ლაკობა.
მისივე თქმით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა პროცესი საკმაოდ რთულად მიმდინარეობს და ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმების საკითხი მასზე გამუდმებით განიხილება, თუმცა იმის გამო, რომ ეს საკითხი აფხაზურ, სამხრეთოსსურ და ქართული მხარეებს სხვადასხვანაირად ესმით, ამიტომაცაა, რომ ჯერ ჯერობით ყველაფერი ეს სტაგნაციაში იმყოფება.
"თუმცა სრულიად შესაძლებელია, რომ ეს პრობლემა ერთ მშვენიერ დღეს მოგვარდეს, ისევე როგორც არც არავინ არ ელოდა, რომ ვმო-ს საკითხთან დაავშირებით საქართველო და რუსეთი შეთანხმებას შეძლებდნენ.
აქ მართალია ცოტა სხვაგვარი სიტუაციაა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში რაღაც მოულოდნელობები შეიძლება, რომ მაინც იყოს და მაშინ ქართული მხარე წამოვა ამ დოკუმენტის ხელმოწერაზე", _ აცხადებს ლაკობა და აღნიშნავს, რომ ამ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა აუცილებელია სწორედ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან, ვინაიდან სამხედრო მოქმედებები სწორედ ამ ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.
ლაკობა ასევე აცხადებს, რომ "საიდუმლო სულაც არ არის, რომ ომი საქართველომ დაიწყო. ამას საერთაშორისო საზოგადოების ექსპერტებიც აღიარებენ და როგორც არ უნდა იყოს პირველი დარტყმა მაინც საქართველოს მიერ იყო მიყენებული".
"მიმაჩნია, რომ მსოფლიოში მოვლენები საკმაოდ მიზანმიმართულად ვითარდება და პრინციპში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. და მე ვიცი, რომ საქართველოში არის გარკვეული გამონათქვამები, მაგალითად ირაკლი ალასანია რომელიც აცხადებს იმის შესახებ, რომ საქართველომ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, რამდენადაც მე მახსოვს ასეთი ხელშეკრულება უნდა გააფორმოს", _ აცხადებს სტანისლავ ლაკობა.