ესპანეთისა და ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონი "ბარსელონა" კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში "ბარსელონამ" "კოპა ლიბერტადორესის" გამარჯვებული ბრაზილიური კლუბი "სანტოსი" 4:0 დაამრცხა.
იაპონიაში გამართულ ტურნირის ფინლაში ანგარიში მე-17 წუთზე ლეო მესიმ გახსნა, ხოლო მეორე გოლი "ბარსელონას" კაპიტანმა ჩავიმ 24-ე წუთზე გაიტანა.
პირველი ტაიმის მიწურულს თავი სესკ ფაბრეგასმაც გამოიჩინა და ანგარიშში სხვაობა სამამდე გაზარდა.
მატჩში საბოლოო წერტილი 82-ე წუთზე მესიმ დუბლის შესრულებით დასვა.
აღსანიშნავია, რომ "ბარსელონა" მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული მეორედ გახდა. მათ 2009 წელს არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში გამართული ტურნირის ფინალში არგენტინული კლუბი "ესტუდიანტესი" 2:1 დაამრცხეს.
შეგახსენებთ, რომ ევროპული კლუბები ზედიზედ მეხუთე წელია ახერხებენ აღნიშნული ტურნირის მოგებას.